სურსათის უვნებლობის უზრუნველმყოფი სისტემის ეფექტური ფუნქციონირებისას ხორციელდება ფიზიკური, ქიმიური და...
საქართველოს სერტიფიცირების ორგანიზაცია
ჩვენ ვართ კერძო საკონსულტაციო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო სტანდარტებით (ISO) სერტიფიცირების სფეროში უფლებამოსილ ექსპერტებსა და სპეციალისტებს.
საქართველოს სერტიფიცირების ორგანიზაცია (GCO) საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობისა და სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად.
ნიკოლაძის ქ. #5, თბილისი, 0179
მისამართი
info@geocertification.org
ელ-ფოსტა
+995 568 006 007
ტელეფონი
რატომ უნდა აგვირჩიოთ?
ბიზნესოპერატორები მუდმივად ცდილობენ გააფართოვონ საკუთარი წილი და საზღვრები ესოდენ კონკურენტულ და სწრაფად მზარდ ბაზარზე. როდესაც პოზიციონირება მიმდინარეობს არა მხოლოდ შიდა, არამედ საერთაშორისო სახელის მოპოვების კუთხით, ბიზნესის მხრიდან გადადგმული ყოველი ნაბიჯი გადამწყვეტია და ის ან გვაახლოვებს ან გვაშორებს სასურველ მიზანს. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებათა სერიის მიღება, მხოლოდ მისი ზედმიწევნით განხილვის შემდგომ. როგორც წესი ამ დროს დღის წესრიგში დგება შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემა:
- რომელია სწორი გადაწყვეტილება შემოთავაზებულ ვარიანტებს შორის?
- რამდენად სწორია ჩვენს მიერ გაკეთებული არჩევანი?
- მიგვიყვანს კი ეს დასახულ მიზნამდე, სასურველ შედეგამდე?
საქართველოს სერტიფიცირების ორგანიზაცია (GCO) პასუხისმგებლობას იღებს ჩვენი კვალიფიციური გუნდის თანამონაწილეობითა და თქვენი სათანადო ჩართულობით ISO სტანდარტების დანერგვისა და ბიზნეს პროცესების გაუმჯობესების მიზნით გაგიწიოთ საკონსულტაციო მომსახურება და გახდეს შუამავალი თქვენსა და მასერტიფიცირებელ ორგანოს შორის, სანამ სასურველი შედეგი არ მიიღწევა.
ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მოღვაწე ქართველი და უცხოელი კონსულტანტებით. თითოეულ ბიზნესსექტორს ვუდგებით ინდივიდუალურად და ვეხმარებით მათი ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზებასა და შესაძლებლობების გაფართოების კუთხით.
GCO-ს მიერ განხორციელებული საქმიანობა გამჭვირვალეა და მასერტიფიცირებლის მხრიდან გაცემული სერტიფიკატის გადამოწმება შესაძლებელია IAF-ის (საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმი) ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
ჩვენთან თანამშრომლობის მთავარი საფუძველი:
- GCO მაღალკვალიფიციური გუნდი
- ბიზნესსუბიექტისადმი ინდივიდუალური მიდგომა
- კონკურენტული / საქართველოს ბიზნეს გარემოზე მორგებული ფასები
- კლიენტის მოთხოვნებზე ორინტირებული მომსახურება
- მაღალი სანდოობა და გამჭვირვალობა (სერტიფიკატის სანდოობა)
- პროექტის მართვის ეფექტური მეთოდები – კლიენტის პირადი კაბინეტი
- თქვენი კომპანიის წინსვლა, GCO-ს წარმატებაა.
გადაამოწმეთ სერტიფიკატი
საქართველოს სერტიფიცირების ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს მხოლოდ სანდო აკრედიტებულ მასერტიფიცირებელ ორგანიზაციებს, რომელთა მიერ გაცემული სერტიფიკატის ვალიდურობის გადამოწმება შესაძლებელია საერთაშორისო აკრედიატაციის ფორუმის IAF-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე.
ჩვენი ბლოგი
რას წარმოადგენს სტანდარტიზაცია?
სტანდარტიზაცია საზოგადოების სამეურნეო-ეკონომიკური საქმიანობის განვითარების ერთ-ერთი საფუძველია, რომელიც უნდა ხორციელდებოდეს...
ფალსიფიცირება
ფალსიფიკაცია ესაა მოტყუებით ნივთის თვისებრიობის შეცვლა მწარმოებლის ან გამსაღებლის მიერ,...
ალერგენები
HACCP (Hazard Analysis and Critical Control Points)-ის სისტემის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის...