ISO 45001 - შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის სისტემა
თანამშრომლების უსაფრთხოების გაუმჯობესება
დაბალი სადაზღვევო ხარჯები
ინდუსტრიის ლიდერად ჩამოყალიბება
დაინტერესებული მხარეების ნდობის გაზრდა
კონკურენტული უპირატესობის მოპოვება
გაზრდილი ბიზნესმომგებიანობა
რას წარმოადგენს ისო 45001?
ISO 45001 შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი, უზრუნველყოფს ორგანიზაციაში მომუშავე პერსონალისა და ვიზიტორების დაცვას უბედური შემთხვევებისა და დაავადებებისაგან, აღმოფხვრის ან მინიმუმამდე დაყავს ყველა შესაძლო ფაქტორი რომელმაც შესაძლებელია გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს თანამშრომლებსა და/ან ბიზნესს.
სტანდარტის ვერსია
ISO სტანდარტები ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება გადახედვას და საჭიროების მიხედვით ცვლილებას, რათა შესაბამისობაში იმყოფებოდეს თანამედროვე ტენდენციებთან. ISO 45001 სტანდარტის პირველი, უახლესი, ვერსია გამოვიდა 2018 წელს, რომელმაც ჩაანაცვლა ISO 18001.
2018
ISO 45001:2018
რამ განაპირობა სტანდარტის შექმნის აუცილებლობა?
უძველესი დროიდან მსოფლიო ეპოქების ცვლასთან ერთად არაერთ პროფესიას დაედო საფუძველი. მოსახლეობის ზრდასთან ერთად სწრაფი ტემპით ვითარდება სამყარო და ტექნოლოგიები ჩვენს გარშემო. ყოველი პროფესია მოიცავს ადამიანის შრომასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს, რომლის გაკონტროლება ესოდენ მნიშვნელოვანია, რადგან გლობალურად არაერთი ადამიანი ხდება სამუშაოსთან დაკავშირებული დაავადებებების, ტრავმების და სიკვდილის მსხვერპლი.
– 2,3 მილიონი ადამიანი დაიღუპა სამუშაო ინციდენტებისა და დაავადებებისგან
– 6300 ადამიანი იღუპება ყოველდღიურად (ყოველ 15 წამში)
– 160 მილიონი ადამიანი განიცდის პროფესიული დაავადებას
– მსოფლიო მშპ-ს 4% = სამუშაო უბედური შემთხვევები და დაავადებები
მოცემულმა მოვლენებმა უბიძგა თავდაპირველად ISO 18001-ის, ხოლო მოგვიანებით ISO 45001-ის შექმნას, ადამიანთა შრომასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების აღმოფხვრისა და მინიმუმამდე შემცირების მიზნით.
რას მიიღებს ორგანიზაცია ISO 45001-ის დანერგვით?
- თანამშრომლების უსაფრთხოების გაუმჯობესება
- დაინტერესებული მხარეების ნდობის გაზრდა
- პროდუქტიულობის გაზრდა
- დაბალი სადაზღვევო ხარჯები
- მენეჯმენტის ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა
- რისკის შემცირება
- შესაძლებლობების იდენტიფიცირება
- ინდუსტრიის ლიდერად ჩამოყალიბება
- კონკურენტული უპირატესობის მოპოვება
- თანამშრომელთა ჩართულობა უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად
ვის შეუძლია სერტიფიკატის აღება?
ISO 45001 სტანდარტის მოთხოვნები ზოგადია და მისი დანერგვა შეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციას (ორგანიზაციის ნაწილებს), განურჩევლად ტიპის, ზომისა და საქმიანობის ხასიათისა, იქნება ეს საჯარო, კერძო თუ არაკომერციული სექტორი. ISO 45001 შეიძლება დაინერგოს დამოუკიდებლად, ან ინტეგრირდეს მართვის საერთო სისტემებთან.
სერტიფიკატის გაცემა ხდება ორგანიზაციაზე/კომპანიაზე. ISO 45001 არ გაიცემა პიროვნებაზე, თუმცა შესაძლებელია წამყვანი აუდიტორის სერტიფიკატის აღება მოცემული მიმართულებით.
რა ღირს სერტიფიცირება?
სერტიფირების ღირებულება იყოფა 2 ნაწილად.
I - საერთაშორისო სტანდარტის დანერგვის საკონსულტაციო მომსახურების საფასური;
II - საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობის შემოწმების გარე აუდიტის საფასური;
საკონსულტაციო მომსახურებისა და სერტიფიცირების ღირებულება დამოკიდებულია კომპანიის სამუშაო დარგზე, სიდიდესა და სხვა თავისებურებებზე. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სერტიფიცირების განაცხადის ზედმიწევნით სრულყოფილად და ზუსტად შევსება.
რა ვადით გაიცემა ისო (ISO) სერტიფიკატი?
ISO სერტიფიკატი გაიცემა 3 წლის ვადით. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, კლიენტი ყოველწლიურად გადის აუდიტს, რათა დადასტურდეს დანერგილი სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
შეიძლება თუ არა რომ კონსულტანტი და მასერტიფიცირებელი კომპანია იყოს ერთიდაიგივე?
საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანიზაციის მიერ დადგენილი მოთხოვნების თანახმად, დაუშვებელია, რომ კონსულტანტი და მსერტიფიცირებელი იყოს ერთიდაიგივე სუბიექტი.
როგორ შეიძლება გადავამოწმო სერტიფიკატის ნამდვილობა?
სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რეკომენდაციას უწევს ისეთ მასერტფიცირებელ ორგანოებს, რომელთა მიერ გაცემული სერტიფიკატის ვალიდურობის გადამოწმება შესაძლებელია საერთაშორისო აკრედიატაციის ფორუმის IAF-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე.
სხვა სტანდარტები
რატომ უნდა აირჩიოთ
საქართველოს სერტიფიცირების ორგანიზაცია
ჩვენ თითოეულ ბიზნესსექტორს ვუდგებით ინდივიდუალურად და ვეხმარებით მათი ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზებასა და შესაძლებლობების გაფართოების კუთხით.
ჩვენს მიერ განხორციელებული საქმიანობა გამჭვირვალეა, ხოლო მასერტიფიცირებლის მხრიდან გაცემული სერტიფიკატის გადამოწმება შესაძლებელია IAF-ის (საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმი) ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

სერტიფიცირების ეტაპები
წინასახელშეკრულებო პერიოდი
ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება და კონტრაქტის გაფორმება;
საკონსულტაციო მომსახურების პირველი წლის გადასახადის 50%-ის დაფარვა.
გეპ ანალიზი
საკონტაქტო პირის გამოყოფა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება გეპ ანალიზის განხორციელების მიზნით, საკონსულტაციო ჯფუფისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე;
საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო ვიზიტი კლიენტის საწარმოო ობიექტზე.
ტრენინგი
გაცნობითი ტრენინგი კომპანიის პასუხიმგებელი პირებისათვის;
გეპ ანალიზის შედეგების განხილვა;
სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტება;
სამუშაოთა გეგმა-გრაფიკის შეთანხმება.
სტანდარტის დანერგვა
ორგანიზაციული სტრუქტურის დაზუსტება;
ძირითადი და დამხმარე პროცესების იდენტიფიცირება;
პროცედურებისა და ინსტრუქციების შემუშავება, დოკუმენტაციის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
შიდა აუდიტი
ტრენინგი - შიდა აუდიტის დაგეგმვა და ჩატარება;
შიდა აუდიტის ჩატარების პროცესში საკონსულტაციო მხარდაჭერა.
სერტიფიცირება
გარე აუდიტის პროცესში, კომპანიის წარმომადგენლების მხარდაჭერა;
გარე აუდიტის შედეგების ანალიზი;
მომდევნო აუდიტისთვის მოსამზადებლად რეკომენდაციების გაცემა.