სერვისები

ISO ტრენინგი

კომპანიის მენეჯმენტის სისტემის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, რეკომენდებულია ორგანიზაციული ცოდნის ამაღლება და სათანადო ტრენინგის ჩატარება მომუშავე პერსონალისთვის. ტრენინგი ორიენტირებულია კომპანიაში მომუშავე თანამშრომლების უნარების განვითარებასა და პოტენციალის ამაღლებაზე, პროდუქტიულობის ზრდასა და მუშაობის პროცესის გაუმჯობესებაზე.

ტრენინგის საშუალებით თქვენი გუნდი გაეცნობა ISO მენეჯმენტის სისტემის ყველა ასპექტს, შიდა აუდიტიდან მენეჯმენტის მიმოხილვამდე, შეუსაბამობის მონიტორინგიდან სახელმძღვანელოების განახლებამდე და დოკუმენტირებულ ინფორმაციამდე.

აღნიშნული ტრენინგის ჩატარება შესაძლებელია კომპანიისთვის მოსახერხებელ დროს, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, GCO-ს კვალიფიციური გუნდის ხელმძღვანელობით.

სერტიფირების ღირებულება იყოფა 2 ნაწილად.

I - საერთაშორისო სტანდარტის დანერგვის საკონსულტაციო მომსახურების საფასური;
II - საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობის შემოწმების გარე აუდიტის საფასური;

საკონსულტაციო მომსახურებისა და სერტიფიცირების ღირებულება დამოკიდებულია კომპანიის სამუშაო დარგზე, სიდიდესა და სხვა თავისებურებებზე. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სერტიფიცირების განაცხადის ზედმიწევნით სრულყოფილად და ზუსტად შევსება.

გთხოვთ, მიუთითოთ კომპანიის ვებ მისამართი.
გთხოვთ, მიუთითოთ კომპანიის ფეისბუქის, ლინქდინის, ან სხვა სოციალური ქსელის გვერდი.
გთხოვთ, აღწეროთ კომპანიის საქმიანობა.
საქმიანობის სფეროს ამსახველი განმარტება, რომელიც დაიტანება სერტიფიკატზე.
გთხოვთ, მიუთითოთ კომპანიაში დასაქმებულ პირთა საერთო რაოდენობა. იმ შემთხვევაში თუ კომპანიის საშტატო განრიგი იცვლება სეზონის ან სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ნარატივის სახით ასახეთ ცვლილების განმაპირობებელი მიზეზი და თანამშრომელთა მინიმალური / მაქსიმალური რაოდენობა.
თუ ჩამონათვალში არ არის მითითებული თქვენთვის სასურველი სტანდარტი გთხოვთ, მიუთითოთ დამატებით ველში "სხვა".
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ ან მოგვმართოთ შეკითხვით.

ISO სერტიფიკატი გაიცემა 3 წლის ვადით. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, კლიენტი ყოველწლიურად გადის აუდიტს, რათა დადასტურდეს დანერგილი სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანიზაციის მიერ დადგენილი მოთხოვნების თანახმად, დაუშვებელია, რომ კონსულტანტი და მსერტიფიცირებელი იყოს ერთიდაიგივე სუბიექტი.

სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რეკომენდაციას უწევს ისეთ მასერტფიცირებელ ორგანოებს, რომელთა მიერ გაცემული სერტიფიკატის ვალიდურობის გადამოწმება შესაძლებელია საერთაშორისო აკრედიატაციის ფორუმის IAF-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე.

გადაამოწმეთ თქვენი სერტიფიკატის ვალიდურობა.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობა

რატომ უნდა აირჩიოთ
საქართველოს სერტიფიცირების ორგანიზაცია

ჩვენ თითოეულ ბიზნესსექტორს ვუდგებით ინდივიდუალურად და ვეხმარებით მათი ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზებასა და შესაძლებლობების გაფართოების კუთხით.

ჩვენს მიერ განხორციელებული საქმიანობა გამჭვირვალეა, ხოლო მასერტიფიცირებლის მხრიდან გაცემული სერტიფიკატის გადამოწმება შესაძლებელია IAF-ის (საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმი) ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

დააჭირეთ ვიდეოს სანახავად

სერტიფიცირების ეტაპები

1
წინასახელშეკრულებო პერიოდი

ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება და კონტრაქტის გაფორმება;

საკონსულტაციო მომსახურების პირველი წლის გადასახადის 50%-ის დაფარვა.

2
გეპ ანალიზი

საკონტაქტო პირის გამოყოფა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება გეპ ანალიზის განხორციელების მიზნით, საკონსულტაციო ჯფუფისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე;

საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო ვიზიტი კლიენტის საწარმოო ობიექტზე.

3
ტრენინგი

გაცნობითი ტრენინგი კომპანიის პასუხიმგებელი პირებისათვის;

გეპ ანალიზის შედეგების განხილვა;

სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტება;

სამუშაოთა გეგმა-გრაფიკის შეთანხმება.

4
სტანდარტის დანერგვა

ორგანიზაციული სტრუქტურის დაზუსტება;

ძირითადი და დამხმარე პროცესების იდენტიფიცირება;

პროცედურებისა და ინსტრუქციების შემუშავება, დოკუმენტაციის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

5
შიდა აუდიტი

ტრენინგი - შიდა აუდიტის დაგეგმვა და ჩატარება;

შიდა აუდიტის ჩატარების პროცესში საკონსულტაციო მხარდაჭერა.

6
სერტიფიცირება

გარე აუდიტის პროცესში, კომპანიის წარმომადგენლების მხარდაჭერა;

გარე აუდიტის შედეგების ანალიზი;

მომდევნო აუდიტისთვის მოსამზადებლად რეკომენდაციების გაცემა.