ISO სერტიფიკატის ტრანსფერი
ფლობთ სერტიფიკატს?
თუ უკვე ფლობთ ISO სერტიფიკატს არ ხართ კმაყოფილი თქვენი ამჟამინდელი სერტიფიცირების ორგანოთი ან კონსალტინგური კომპანიით, გსურთ სერტიფიცირების პროცესისადმი განსხვავებული მიდგომა ან ხარისხისა და ფასის ურთიერთშესაბამისობა, ყოველივე ამაში დაგეხმარებათ GCO-ს ექსპერტთა გუნდი, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს სერტიფიცირების პროცესის გამარტივებასა და ხანმოკლე დროში დასრულებას.
ჩვენთან თანამშრომლობა
- მაღალკვალიფიციური გუნდი
- ბიზნესსუბიექტისადმი ინდივიდუალური მიდგომა
- კონკურენტული / საქართველოს ბიზნეს გარემოზე მორგებული ფასები
- კლიენტის მოთხოვნებზე ორინტირებული მომსახურება
- მაღალი სანდოობა და გამჭვირვალობა (სერტიფიკატის სანდოობა)
- პროექტის მართვის ეფექტური მეთოდები – კლიენტის პირადი კაბინეტი
- თქვენი კომპანიის წინსვლა, GCO-ს წარმატებაა
რა ღირს სერტიფიცირება?
სერტიფირების ღირებულება იყოფა 2 ნაწილად.
I - საერთაშორისო სტანდარტის დანერგვის საკონსულტაციო მომსახურების საფასური;
II - საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობის შემოწმების გარე აუდიტის საფასური;
საკონსულტაციო მომსახურებისა და სერტიფიცირების ღირებულება დამოკიდებულია კომპანიის სამუშაო დარგზე, სიდიდესა და სხვა თავისებურებებზე. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სერტიფიცირების განაცხადის ზედმიწევნით სრულყოფილად და ზუსტად შევსება.
რა ვადით გაიცემა ისო (ISO) სერტიფიკატი?
ISO სერტიფიკატი გაიცემა 3 წლის ვადით. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, კლიენტი ყოველწლიურად გადის აუდიტს, რათა დადასტურდეს დანერგილი სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
შეიძლება თუ არა რომ კონსულტანტი და მასერტიფიცირებელი კომპანია იყოს ერთიდაიგივე?
საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანიზაციის მიერ დადგენილი მოთხოვნების თანახმად, დაუშვებელია, რომ კონსულტანტი და მსერტიფიცირებელი იყოს ერთიდაიგივე სუბიექტი.
როგორ შეიძლება გადავამოწმო სერტიფიკატის ნამდვილობა?
სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რეკომენდაციას უწევს ისეთ მასერტფიცირებელ ორგანოებს, რომელთა მიერ გაცემული სერტიფიკატის ვალიდურობის გადამოწმება შესაძლებელია საერთაშორისო აკრედიატაციის ფორუმის IAF-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე.
რატომ უნდა აირჩიოთ
საქართველოს სერტიფიცირების ორგანიზაცია
ჩვენ თითოეულ ბიზნესსექტორს ვუდგებით ინდივიდუალურად და ვეხმარებით მათი ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზებასა და შესაძლებლობების გაფართოების კუთხით.
ჩვენს მიერ განხორციელებული საქმიანობა გამჭვირვალეა, ხოლო მასერტიფიცირებლის მხრიდან გაცემული სერტიფიკატის გადამოწმება შესაძლებელია IAF-ის (საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმი) ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
რატომ უნდა აირჩიოთ
საქართველოს სერტიფიცირების ორგანიზაცია
ჩვენ თითოეულ ბიზნესსექტორს ვუდგებით ინდივიდუალურად და ვეხმარებით მათი ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზებასა და შესაძლებლობების გაფართოების კუთხით.
ჩვენს მიერ განხორციელებული საქმიანობა გამჭვირვალეა, ხოლო მასერტიფიცირებლის მხრიდან გაცემული სერტიფიკატის გადამოწმება შესაძლებელია IAF-ის (საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმი) ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
სერტიფიცირების ეტაპები
წინასახელშეკრულებო პერიოდი
ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება და კონტრაქტის გაფორმება;
საკონსულტაციო მომსახურების პირველი წლის გადასახადის 50%-ის დაფარვა.
გეპ ანალიზი
საკონტაქტო პირის გამოყოფა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება გეპ ანალიზის განხორციელების მიზნით, საკონსულტაციო ჯფუფისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე;
საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო ვიზიტი კლიენტის საწარმოო ობიექტზე.
ტრენინგი
გაცნობითი ტრენინგი კომპანიის პასუხიმგებელი პირებისათვის;
გეპ ანალიზის შედეგების განხილვა;
სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტება;
სამუშაოთა გეგმა-გრაფიკის შეთანხმება.
სტანდარტის დანერგვა
ორგანიზაციული სტრუქტურის დაზუსტება;
ძირითადი და დამხმარე პროცესების იდენტიფიცირება;
პროცედურებისა და ინსტრუქციების შემუშავება, დოკუმენტაციის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
შიდა აუდიტი
ტრენინგი - შიდა აუდიტის დაგეგმვა და ჩატარება;
შიდა აუდიტის ჩატარების პროცესში საკონსულტაციო მხარდაჭერა.
სერტიფიცირება
გარე აუდიტის პროცესში, კომპანიის წარმომადგენლების მხარდაჭერა;
გარე აუდიტის შედეგების ანალიზი;
მომდევნო აუდიტისთვის მოსამზადებლად რეკომენდაციების გაცემა.