სტანდარტები

ISO 9001 - ხარისხის მართვის სისტემები

ახალი ბიზნეს შესაძლებლობები
მოთხოვნებთან შესაბამისობა
ადგილობრივი და საერთაშორისო აღიარება
მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
პროცესების გაუმჯობესება
შიდა დანახარჯების შემცირება

რას წარმოადგენს ისო 9001?

ISO 9001 წარმოადგენს ხარისხის მართვის სისტემების (QMS) საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტს, რომელმაც ფართო (გლობალური) გამოყენება ჰპოვა მსოფლიო ბაზარზე. ISO 9000 სტანდარტების სერიაში ISO 9001 ერთადერთია, რომლითაც შესაძლებელია ორგანიზაციების სერტიფიცირება.

სტანდარტის ვერსია

ISO სტანდარტები ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება გადახედვას და საჭიროების მიხედვით ცვლილებას, რათა შესაბამისობაში იმყოფებოდეს თანამედროვე ტენდენციებთან. ISO 9001 სტანდარტის უახლოესი ვერსია გამოვიდა 2015 წელს.

რამ განაპირობა სტანდარტის შექმნის აუცილებლობა?

მუდმივად მზარდი და განვითარებადი ბიზნესები ახალ და სულ უფრო მეტად საერთაშორისო გარემოში საჭიროებენ განსხვავებულ მიდგომას პროცესებისა და მმართველობითი სისტემის/პრინციპის მიმართ, რაშიც გადამწყვეტ როლს თამაშობს სწორი მენეჯმენტი.

ბაზარზე პოზიციონირებისას პროდუქტის აქტიური სტიმულირება უმთავრესი პრიორიტეტია ბიზნეს სექტორისთვის, რომლის დროსაც მნიშვნელოვანია ხარისხის შენარჩუნება, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში მკვეთრად იზრდება მომხმარებლის უკმაყოფილების დონე. სწორედ ამიტომ ბიზნეს უპირეტესობის მოპოვებისას მნიშვნელოვანია ხარისხის სრული კონტროლი და დეფექტების გარეშე მართვა.

ISO სტანდარტების დანერგვით ორგანიზაციები წარმოაჩენენ პროდუქციისა და სერვისების თანმიმდევრული მიწოდების უნარს, რომლითაც შესაბამისობაში იმყოფებიან მომხმარებელთა და მარეგულირებელ მოთხოვნებთან.

რას მიიღებს ორგანიზაცია ISO 9001-ის დანერგვით?

ISO 9001-ის დანერგვას დადებითი ზეგავლენა მოაქვს კომპანიის ეფექტურობაზე, შინაგანი ძალებისა და გარე შესაძლებლობების დაბალანსების გზით. კონკურენტულ ბიზნესგარემოში მნიშვნელოვანია საკუთარი განმასხვავებელი ნიშის პოვნა და დამაჯერებელი პოზიციონირება ბაზარზე, რაც მხოლოდ და მხოლოდ სანდოობით მიიღწევა. ISO 9001-ის დანერგვით იზრდება კომპანიის ეფექტურობა და მისი შესაძლებლობების არე:

  • განისაზღვრება ორგანიზაციის კონტექსტი, ბაზარზე პროდუქტის პოზიცია, დაინტერესებული მხარის მოლოდინები. მოცემული ინფორმაციის გაანალიზება კომპანიას საშუალებას აძლევს მკაფიოდ ჩამოაყალიბოს დროში გაწერილი მიზნები და გამოავლინოს ახალი ბიზნეს შესაძლებლობები.
  • პრიორიტეტი ენიჭება მომხმარებელს, მომხმარებლის საჭიროებების დაკმაყოფილებასა და კმაყოფილების გაუმჯობესებას. ყოველივე ეს იწვევს ბიზნესის წილის ზრდას, უკვე არსებული მომხმარებლის შენარჩუნებას და ახლის მოზიდვას.
  • იზრდება ბიზნესის/ორგანიზაციის სამუშაოს შესრულების ეფექტურობა, მისი მწარმოებლურობა, მცირდება შიდა დანახარჯები, რამდენადაც პროცესები შეთანხმებულია და გაგებულია ორგანიზაციულ დონეზე.
  • შესაბამისობაში იმყოფება აუცილებელ ნორმატიულ და მარეგულირებელ მოთხოვნებთან.
  • იძლევა გეოგრაფიული საზღვრების გაფართოების შესაძლებლობას, ვინაიდან საერთაშორისო ბაზარზე შესაღწევად მნიშვნელოვანია ISO სტანდარტების, როგორც ხარისხის სიმბოლოს წარდგენა.
  • დგინდება ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები და მიმდინარეობს მათი აღმოფხვრა, მინიმუმამდე დაყვანა.

ვის შეუძლია სერტიფიკატის აღება?

ISO 9001 ხარისხის მართვის სისტემების დანერგვა შეუძლია ნებისმიერ ბიზნეს სექტორს, იქნება ეს მცირე თუ დიდი ბიზნესი. სტანდარტი თავსებადია მენეჯმენტის სხვა სისტემებთან.

სერტიფიკატის გაცემა ხდება ორგანიზაციაზე/კომპანიაზე. ISO 9001 არ გაიცება პიროვნებაზე, თუმცა შესაძლებელია წამყვანი აუდიტორის სერტიფიკატის აღება მოცემული მიმართულებით.

სერტიფირების ღირებულება იყოფა 2 ნაწილად.

I - საერთაშორისო სტანდარტის დანერგვის საკონსულტაციო მომსახურების საფასური;
II - საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობის შემოწმების გარე აუდიტის საფასური;

საკონსულტაციო მომსახურებისა და სერტიფიცირების ღირებულება დამოკიდებულია კომპანიის სამუშაო დარგზე, სიდიდესა და სხვა თავისებურებებზე. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სერტიფიცირების განაცხადის ზედმიწევნით სრულყოფილად და ზუსტად შევსება.

გთხოვთ, მიუთითოთ კომპანიის ვებ მისამართი.
გთხოვთ, მიუთითოთ კომპანიის ფეისბუქის, ლინქდინის, ან სხვა სოციალური ქსელის გვერდი.
გთხოვთ, აღწეროთ კომპანიის საქმიანობა.
საქმიანობის სფეროს ამსახველი განმარტება, რომელიც დაიტანება სერტიფიკატზე.
გთხოვთ, მიუთითოთ კომპანიაში დასაქმებულ პირთა საერთო რაოდენობა. იმ შემთხვევაში თუ კომპანიის საშტატო განრიგი იცვლება სეზონის ან სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ნარატივის სახით ასახეთ ცვლილების განმაპირობებელი მიზეზი და თანამშრომელთა მინიმალური / მაქსიმალური რაოდენობა.
თუ ჩამონათვალში არ არის მითითებული თქვენთვის სასურველი სტანდარტი გთხოვთ, მიუთითოთ დამატებით ველში "სხვა".
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ ან მოგვმართოთ შეკითხვით.

ISO სერტიფიკატი გაიცემა 3 წლის ვადით. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, კლიენტი ყოველწლიურად გადის აუდიტს, რათა დადასტურდეს დანერგილი სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანიზაციის მიერ დადგენილი მოთხოვნების თანახმად, დაუშვებელია, რომ კონსულტანტი და მსერტიფიცირებელი იყოს ერთიდაიგივე სუბიექტი.

სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რეკომენდაციას უწევს ისეთ მასერტფიცირებელ ორგანოებს, რომელთა მიერ გაცემული სერტიფიკატის ვალიდურობის გადამოწმება შესაძლებელია საერთაშორისო აკრედიატაციის ფორუმის IAF-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე.

გადაამოწმეთ თქვენი სერტიფიკატის ვალიდურობა.

სხვა სტანდარტები

ISO 14001

გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემები

გაიგეთ მეტი
ISO 50001

ენერგიის მართვის სისტემები

გაიგეთ მეტი
ISO 13485

სამედიცინო მოწყობილობების ხარისხის მართვის სისტემა

გაიგეთ მეტი
ISO 20000-1

საინფორმაციო ტექნოლოგია - მომსახურების მენეჯმენტი

გაიგეთ მეტი
ISO 27001

ინფორმაციის უსაფრთხოების მართვის სისტემა

გაიგეთ მეტი
ISO 22000

სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა

გაიგეთ მეტი
ISO 37001

მექრთამეობის საწინააღმდეგო მართვის სისტემები

გაიგეთ მეტი
ISO 45001

შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის სისტემა

გაიგეთ მეტი
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობა

რატომ უნდა აირჩიოთ
საქართველოს სერტიფიცირების ორგანიზაცია

ჩვენ თითოეულ ბიზნესსექტორს ვუდგებით ინდივიდუალურად და ვეხმარებით მათი ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზებასა და შესაძლებლობების გაფართოების კუთხით.

ჩვენს მიერ განხორციელებული საქმიანობა გამჭვირვალეა, ხოლო მასერტიფიცირებლის მხრიდან გაცემული სერტიფიკატის გადამოწმება შესაძლებელია IAF-ის (საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმი) ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

დააჭირეთ ვიდეოს სანახავად

სერტიფიცირების ეტაპები

1

წინასახელშეკრულებო პერიოდი

ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება და კონტრაქტის გაფორმება;

საკონსულტაციო მომსახურების პირველი წლის გადასახადის 50%-ის დაფარვა.

2

გეპ ანალიზი

საკონტაქტო პირის გამოყოფა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება გეპ ანალიზის განხორციელების მიზნით, საკონსულტაციო ჯფუფისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე;

საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო ვიზიტი კლიენტის საწარმოო ობიექტზე.

3

ტრენინგი

გაცნობითი ტრენინგი კომპანიის პასუხიმგებელი პირებისათვის;

გეპ ანალიზის შედეგების განხილვა;

სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტება;

სამუშაოთა გეგმა-გრაფიკის შეთანხმება.

4

სტანდარტის დანერგვა

ორგანიზაციული სტრუქტურის დაზუსტება;

ძირითადი და დამხმარე პროცესების იდენტიფიცირება;

პროცედურებისა და ინსტრუქციების შემუშავება, დოკუმენტაციის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

5

შიდა აუდიტი

ტრენინგი - შიდა აუდიტის დაგეგმვა და ჩატარება;

შიდა აუდიტის ჩატარების პროცესში საკონსულტაციო მხარდაჭერა.

6

სერტიფიცირება

გარე აუდიტის პროცესში, კომპანიის წარმომადგენლების მხარდაჭერა;

გარე აუდიტის შედეგების ანალიზი;

მომდევნო აუდიტისთვის მოსამზადებლად რეკომენდაციების გაცემა.

1

წინასახელშეკრულებო პერიოდი

ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება და კონტრაქტის გაფორმება;

საკონსულტაციო მომსახურების პირველი წლის გადასახადის 50%-ის დაფარვა.

2

გეპ ანალიზი

საკონტაქტო პირის გამოყოფა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება გეპ ანალიზის განხორციელების მიზნით, საკონსულტაციო ჯფუფისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე;

საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო ვიზიტი კლიენტის საწარმოო ობიექტზე.

3

ტრენინგი

გაცნობითი ტრენინგი კომპანიის პასუხიმგებელი პირებისათვის;

გეპ ანალიზის შედეგების განხილვა;

სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტება;

სამუშაოთა გეგმა-გრაფიკის შეთანხმება.

4

სტანდარტის დანერგვა

ორგანიზაციული სტრუქტურის დაზუსტება;

ძირითადი და დამხმარე პროცესების იდენტიფიცირება;

პროცედურებისა და ინსტრუქციების შემუშავება, დოკუმენტაციის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

5

შიდა აუდიტი

ტრენინგი - შიდა აუდიტის დაგეგმვა და ჩატარება;

შიდა აუდიტის ჩატარების პროცესში საკონსულტაციო მხარდაჭერა.

6

სერტიფიცირება

გარე აუდიტის პროცესში, კომპანიის წარმომადგენლების მხარდაჭერა;

გარე აუდიტის შედეგების ანალიზი;

მომდევნო აუდიტისთვის მოსამზადებლად რეკომენდაციების გაცემა.

გთხოვთ, მიუთითოთ კომპანიის ვებ მისამართი.
გთხოვთ, მიუთითოთ კომპანიის ფეისბუქის, ლინქდინის, ან სხვა სოციალური ქსელის გვერდი.
გთხოვთ, აღწეროთ კომპანიის საქმიანობა.
საქმიანობის სფეროს ამსახველი განმარტება, რომელიც დაიტანება სერტიფიკატზე.
გთხოვთ, მიუთითოთ კომპანიაში დასაქმებულ პირთა საერთო რაოდენობა. იმ შემთხვევაში თუ კომპანიის საშტატო განრიგი იცვლება სეზონის ან სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ნარატივის სახით ასახეთ ცვლილების განმაპირობებელი მიზეზი და თანამშრომელთა მინიმალური / მაქსიმალური რაოდენობა.
თუ ჩამონათვალში არ არის მითითებული თქვენთვის სასურველი სტანდარტი გთხოვთ, მიუთითოთ დამატებით ველში "სხვა".
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ ან მოგვმართოთ შეკითხვით.

Gaming & Enterteinment
Gaming & Enterteinment
The global economy is moving towards a new identity. In order to remain competitive and profitable, the banking and finance.
Information Technology
Information Technology
The global economy is moving towards a new identity. In order to remain competitive and profitable, the banking and finance.
Retail & Distribution
Retail & Distribution
The global economy is moving towards a new identity. In order to remain competitive and profitable, the banking and finance.
Business & Finance
Business & Finance
The global economy is moving towards a new identity. In order to remain competitive and profitable, the banking and finance.