სტანდარტები

ISO 22000 - სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა

საფრთხის რისკის შემცირება
გაზრდილი გამჭვირვალობა
უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება
გაზრდილი ბიზნესშესაძლებლობები
მიმზიდველობის გაზრდა
ინციდენტების ეფექტური მართვა

რას წარმოადგენს ისო 22000?

ISO 22000 წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც მოიცავს მოთხოვნებს სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის მიმართ. კომპანია სტანდარტის დანერგვით დემონსტრირებას ახდენს, რომ სასურსათო ჯაჭვის ყოველ ეტაპზე მართულია ყველა შესაძლო საფრთხე და აწარმოებს ადამიანთა მოხმარებისთვის განკუთვნილ უვნებელ პროდუქტს.

სტანდარტის ვერსია

ISO სტანდარტები ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება გადახედვას და საჭიროების მიხედვით ცვლილებას, რათა შესაბამისობაში იმყოფებოდეს თანამედროვე ტენდენციებთან. ISO 22000 სტანდარტის უახლოესი ვერსია გამოვიდა 2018 წელს.

რამ განაპირობა სტანდარტის შექმნის აუცილებლობა?

სურსათისმიერ დაავადებებთან დაკავშირებული პრობლემები კაცობრიობას უხსოვარი დროიდან თან სდევს, რომლის გამოვლენა ადამიანის სიცოცხლისათვის სავალალოდ შეიძლება დასრულდეს. სწორედ ამიტომ, უკვე რამდენიმე ასწლეულია, რაც ადამიანები ცდილობენ თავი დაიცვან მავნებელი და უხარისხო სურსათის მოხმარებისაგან.

მიუხედავად კომპანიის ზომისა თუ წარმოებული სურსათის სახეობისა, ყველა ბიზნეს ოპერატორს აქვს პასუხისმგებლობა უზრუნველყოს წარმოებული პროდუქციის უვნებლობა და შესაბამისად მომხმარებლის უსაფრთხოება. ISO 22000-ის შექმნის მიზანიც სწორედ უვნებელი სურსათის წარმოებისთვის კომპანიებისთვის დახმარება და სათანადო გეზის ჩვენებაა.

ISO 22000 სტანდარტის შემუშავება დაკავშირებულია რიგ მოვლენებთან:

  • სურსათისმიერი დაავადებების გავრცელება;
  • სურსათის ფალსიფიცირება (მაგ. ეთილენგლიკოლითა და მისი წარმოებულებით ღვინის ფალსიფიცირება);
  • სურსათის მიწოდების ჯაჭვის გაფართოება/გლობალიზაცია, რაც ზრდის სასურსათო პროდუქტების წარმოშობასთან დაკავშირებულ რისკებს;
  • დღის წესრიგში დადგა კომპანიების მხრიდან Codex Alimentarius-ით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა და სისტემის შესაბამისად ფუნქციონირების დემონსტრირება;
  • დღის წესრიგში დადგა სურსათის უვნებლობის საერთაშორისო რეგულაციების ჰარმონიზაციისთვის ხელშეწყობა. ISO 22000 ეხმარება ორგანიზაციებს მინიმუმამდე დაიყვანონ რისკები და გააუმჯობესონ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული პროდუქტიულობა.

რას მიიღებს ორგანიზაცია ISO 22000-ის დანერგვით?

  • გაუმჯობესებული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება;
  • გაუმჯობესებული კლიენტების კმაყოფილების დონე;
  • ეხმარება ორგანიზაციას მარეგულირებლის თუ სხვა სტანდარტების მოთხოვნების დაკმაყოფილებაში;
  • იზრდება გამჭვირვალობა;
  • უმჯობესდება რისკებზე რეაგირება;
  • მცირდება შემთხვევების გამოძიების დრო;
  • კომპანია იძენს გლობალურ აღიარებას;
  • იზრდება ორგანიზაციის ბიზნესშესაძლებლობები.

ვის შეუძლია სერტიფიკატის აღება?

ISO 22000 სტანდარტის დანერგვა შეუძლია ნებისმიერ ბიზნესოპერატორს განურჩევლად მისი ზომისა თუ პოზიციისა სასურსათო ჯაჭვში. სტანდარტი თავსებადია მენეჯმენტის სხვა სისტემებთან.

სერტიფიკატის გაცემა ხდება ორგანიზაციაზე/კომპანიაზე. ISO 22000 არ გაიცემა პიროვნებაზე, თუმცა შესაძლებელია წამყვანი აუდიტორის სერტიფიკატის აღება მოცემული მიმართულებით.

სერტიფირების ღირებულება იყოფა 2 ნაწილად.

I - საერთაშორისო სტანდარტის დანერგვის საკონსულტაციო მომსახურების საფასური;
II - საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობის შემოწმების გარე აუდიტის საფასური;

საკონსულტაციო მომსახურებისა და სერტიფიცირების ღირებულება დამოკიდებულია კომპანიის სამუშაო დარგზე, სიდიდესა და სხვა თავისებურებებზე. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სერტიფიცირების განაცხადის ზედმიწევნით სრულყოფილად და ზუსტად შევსება.

გთხოვთ, მიუთითოთ კომპანიის ვებ მისამართი.
გთხოვთ, მიუთითოთ კომპანიის ფეისბუქის, ლინქდინის, ან სხვა სოციალური ქსელის გვერდი.
გთხოვთ, აღწეროთ კომპანიის საქმიანობა.
საქმიანობის სფეროს ამსახველი განმარტება, რომელიც დაიტანება სერტიფიკატზე.
გთხოვთ, მიუთითოთ კომპანიაში დასაქმებულ პირთა საერთო რაოდენობა. იმ შემთხვევაში თუ კომპანიის საშტატო განრიგი იცვლება სეზონის ან სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ნარატივის სახით ასახეთ ცვლილების განმაპირობებელი მიზეზი და თანამშრომელთა მინიმალური / მაქსიმალური რაოდენობა.
თუ ჩამონათვალში არ არის მითითებული თქვენთვის სასურველი სტანდარტი გთხოვთ, მიუთითოთ დამატებით ველში "სხვა".
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ ან მოგვმართოთ შეკითხვით.

ISO სერტიფიკატი გაიცემა 3 წლის ვადით. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, კლიენტი ყოველწლიურად გადის აუდიტს, რათა დადასტურდეს დანერგილი სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანიზაციის მიერ დადგენილი მოთხოვნების თანახმად, დაუშვებელია, რომ კონსულტანტი და მსერტიფიცირებელი იყოს ერთიდაიგივე სუბიექტი.

სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რეკომენდაციას უწევს ისეთ მასერტფიცირებელ ორგანოებს, რომელთა მიერ გაცემული სერტიფიკატის ვალიდურობის გადამოწმება შესაძლებელია საერთაშორისო აკრედიატაციის ფორუმის IAF-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე.

გადაამოწმეთ თქვენი სერტიფიკატის ვალიდურობა.

სხვა სტანდარტები

ISO 9001

ხარისხის მართვის სისტემები

გაიგეთ მეტი
ISO 50001

ენერგიის მართვის სისტემები

გაიგეთ მეტი
ISO 13485

სამედიცინო მოწყობილობების ხარისხის მართვის სისტემა

გაიგეთ მეტი
ISO 20000-1

საინფორმაციო ტექნოლოგია - მომსახურების მენეჯმენტი

გაიგეთ მეტი
ISO 27001

ინფორმაციის უსაფრთხოების მართვის სისტემა

გაიგეთ მეტი
ISO 14001

გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემები

გაიგეთ მეტი
ISO 37001

მექრთამეობის საწინააღმდეგო მართვის სისტემები

გაიგეთ მეტი
ISO 45001

შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის სისტემა

გაიგეთ მეტი
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობა

რატომ უნდა აირჩიოთ
საქართველოს სერტიფიცირების ორგანიზაცია

ჩვენ თითოეულ ბიზნესსექტორს ვუდგებით ინდივიდუალურად და ვეხმარებით მათი ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზებასა და შესაძლებლობების გაფართოების კუთხით.

ჩვენს მიერ განხორციელებული საქმიანობა გამჭვირვალეა, ხოლო მასერტიფიცირებლის მხრიდან გაცემული სერტიფიკატის გადამოწმება შესაძლებელია IAF-ის (საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმი) ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

დააჭირეთ ვიდეოს სანახავად

სერტიფიცირების ეტაპები

1

წინასახელშეკრულებო პერიოდი

ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება და კონტრაქტის გაფორმება;

საკონსულტაციო მომსახურების პირველი წლის გადასახადის 50%-ის დაფარვა.

2

გეპ ანალიზი

საკონტაქტო პირის გამოყოფა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება გეპ ანალიზის განხორციელების მიზნით, საკონსულტაციო ჯფუფისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე;

საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო ვიზიტი კლიენტის საწარმოო ობიექტზე.

3

ტრენინგი

გაცნობითი ტრენინგი კომპანიის პასუხიმგებელი პირებისათვის;

გეპ ანალიზის შედეგების განხილვა;

სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტება;

სამუშაოთა გეგმა-გრაფიკის შეთანხმება.

4

სტანდარტის დანერგვა

ორგანიზაციული სტრუქტურის დაზუსტება;

ძირითადი და დამხმარე პროცესების იდენტიფიცირება;

პროცედურებისა და ინსტრუქციების შემუშავება, დოკუმენტაციის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

5

შიდა აუდიტი

ტრენინგი - შიდა აუდიტის დაგეგმვა და ჩატარება;

შიდა აუდიტის ჩატარების პროცესში საკონსულტაციო მხარდაჭერა.

6

სერტიფიცირება

გარე აუდიტის პროცესში, კომპანიის წარმომადგენლების მხარდაჭერა;

გარე აუდიტის შედეგების ანალიზი;

მომდევნო აუდიტისთვის მოსამზადებლად რეკომენდაციების გაცემა.