საქართველოს სერტიფიცირების ორგანიზაცია
ჩვენ ვართ კერძო საკონსულტაციო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო სტანდარტებით (ISO) სერტიფიცირების სფეროში უფლებამოსილ ექსპერტებსა და სპეციალისტებს.
საქართველოს სერტიფიცირების ორგანიზაცია (GCO) საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობისა და სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად.
ნიკოლაძის ქ. #5, თბილისი, 0179
მისამართი
info@geocertification.org
ელ-ფოსტა
+995 568 006 007
ტელეფონი
ორგანიზაციის მისია
ჩვენ ვისწრაფვით დავამკვიდროთ მენეჯმენტის საკონსულტაციო მომსახურების მაღალი თამასა, რაც ქვეყანაში სტანდარტიზაციის სფეროში კონკურენტული და სანდო გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს. ეს კი თავის მხრივ კლიენტისა და საკონსულტაციო კომპანიების ინტერესების თანაბარ დაცვას განაპირობებს.
სტრატეგიული ხედვა
კომპანიის სტრატეგიული ხედვა ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით სერვისების გაფართოებასა და აღნიშნულ სფეროში, სხვადასხვა დარგის სპეციალისტების საქართველოს სერტიფიცირების ორგანიზაციის პროფესიული განვითარების ქსელში განვითარებას.
კორპორატიული ღირებულებები
- პროფესიონალიზმი;
- სანდოობა;
- კორპორატიული ეთიკა;
- სოციალური პასუხისმგებლობა.