სერტიფიკაცია

საღებავები – დამატებითი წარწერა

სურსათის წარმოებაში გამოყენებულ საღებავებს მიეკუთვნება ნაერთები, რომლებიც პროდუქტის შეფერვას ცვლის საკვები ნედლეულისა და მზა პროდუქტის კომპონენტებთან ურთიერთქმედების შედეგად.

ამჟამად საერთაშორისო პრაქტიკაში დარეგისტრირებულია 80-ზე მეტი საკვები საღებავი, რომელთაგან ჩვენ ქვეყანაში გამოსაყენებლად ნებადართულია 60-მდე მათგანი.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით სურსათი, რომელიც შეიცავს საღებავებს:

    • ყვითელი „მზის ჩასვლა“ (E110)
    • ქინოლის ყვითელი (E104)
    • კარმუზინი (E122)
    • წითელი ალურა (E129)
    • ტარტრაზინი (E102)
    • ალისფერი პონსო 4R (E124)

ეტიკეტზე სავალდებულოა დამატებითი წარწერის სახით გამოტანილი იქნას მითითება: „შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს ბავშვთა ყურადღებასა და აქტიურობაზე“.