სერტიფიკაცია

სურსათის დასახელება

საქართველოს მთავრობის 301 დადგენილების თანახმად (მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ), სურსათი საბოლოო მომხმარებელს შესაძლებელია მიეწოდოს, ანუ მისი რეალიზაცია განხორციელდეს:

    • ოფიციალური დასახელებით – სურსათის სახელწოდება, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით და რომელი დასახელებითაც იგი მიეწოდება საბოლოო მომხმარებელს ან საზოგადოებრივი კვების ობიექტს (მაგ. ქვევრის ღვინო, შემაგრებული ღვინო და ა.შ.)
    • ჩვეული დასახელებით – სურსათის სახელწოდება, რომელსაც მომხმარებელი, სურსათის შეძენისას, აღიქვამს როგორც სურსათის სახეობას და აღარ საჭიროებს შემდგომ დამატებით ახსნა-განმარტებას (მაგ., მაკარონი, ხიზილალა და ა.შ.)
    • აღწერილობითი დასახელებით – სურსათის სახელწოდება, რომელიც აღწერს სურსათს და საკმარისად გარკვევით უნდა იქნეს წარმოდგენილი იმისათვის, რომ მისი გამოყენებისას საბოლოო მომხმარებელმა შეძლოს სურსათის ნამდვილი ბუნების გაგება და განასხვაოს იგი სხვა მსგავსი სურსათისაგან (მაგ., პიცა სოკოთი, პიცა ბოსტნეულით და ა.შ.)

სურსათის დასახელება არ უნდა იქნეს შეცვლილი სახელწოდებით, რომელიც დაცულია როგორც ინტელექტუალური საკუთრება, სავაჭრო ნიშანი ან წარმოსახვითი სახელი (ფანტაზიის ნაყოფი).