ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაცია
საქართველოს მთავრობის 301 დადგენილების თანახმად, რომელიც შეეხება „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ რეგულაციას, სურსათის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ სავალდებულო მონაცემებს:
-
- სურსათის დასახელება
- ინგრედიენტების ჩამონათვალი
- ალერგიის გამომწვევი ან მომეტებული მგრძნობელობის მქონე ნივთიერებები ან პროდუქტები
- გამოყენებული ინგრედიენტის ან ინგრედიენტების კატეგორიების რაოდენობა (გარკვეულ შემთხვევებში)
- სურსათის ნეტო (სუფთა) წონა
- ვარგისიანობის მინიმალური ვადის გასვლის ან „გამოიყენება …მდე“ თარიღი
- შენახვის ან გამოყენების ნებისმიერი განსაკუთრებული პირობები
- პასუხისმგებელი ბიზნესოპერატორის დასახელება და მისამართი
- სურსათის წარმოშობის ქვეყანა ან წარმოშობის ადგილი
- სურსათის გამოყენების ინსტრუქცია, თუ ინსტრუქციის გარეშე ვერ ხდება სურსათის შესაბამისად გამოყენება
- სპირტის ფაქტობრივი კონცენტრაცია სასმელისათვის, რომლის მოცულობითი სპირტშემცველობა აღემატება 1,2%-ს
- ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ, გარდა გამონაკლისებისა
- დამზადების თარიღი ან პარტიის ნომერი.