სერტიფიკაცია

საკვები დანამატები

სურსათის უვნებლობის უზრუნველმყოფი სისტემის ეფექტური ფუნქციონირებისას ხორციელდება ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეების სისტემატიური იდენტიფიცირება, შეფასება და მართვა, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ პროდუქციის უვნებლობაზე.

ქიმიური საფრთხის ერთ-ერთ კატეგორიას განეკუთვნება მიზანმიმართულად დამატებული საკვები დანამატები, რომლებიც აღინიშნება E ლიტერით და მოიცავს შემდეგ ფუნქციურ ჯგუფს:

E100-E182 საღებავები
E200 და შემდეგ – კონსერვანტები
E300 და შემდეგ – ანტიოქსიდანტები (ჟანგვაწინაღი), მჟავიანობის რეგულატორები
E400-E430 – სტაბილიზატორები და შემასქელებლები
E430-E500 – ემულგატორები, კონსერვანტები
E501-E585 – გამაფხვიერებლები
E620-E642 – გემოსა და არომატის გამაძლიერებლები
E643-E899 – სათადარიგო ინდექსები
E900-E1521 – ქაფწარმოქმნის შემამცირებელი და დამატკბობელი ნივთიერებები

საერთაშორისო დონეზე საკვებდანამატებს უყენებენ მრავალრიცხოვან და ძალიან ხისტ მოთხოვნებს, რომელთაგან გამოსაყოფია შემდეგი მახასიათებლები:

    • ყოველ მათგანს უნდა ჰქონდეს ძლიერი გამოხატული ფუნქციური თვისებები (მაგალითად საღებავებს მაღალი მღებავი უნარი)
    • ადამიანის საკვებში გამიზნულად შეტანილი დანამატების არატოქსიკურობა (უნდა ჰქონდეთ ძალიან დაბალი მწვავე და სუბქრონიკული ტოქსიკურობა).