სტანდარტები

ISO 50001 - ენერგიის მართვის სისტემები

ენერგოხარჯების შემცირება
ბიზნეს რეპუტაციის გაუმჯობესება
მდგრადობის წახალისება
შემცირებული ზემოქმედება გარემოზე
გარემოსდაცვითი მიზნების რეალიზაცია
გაზრდილი ბიზნესმომგებიანობა

რას წარმოადგენს ისო 50001?

საერთაშორისო სტანდარტი ISO 50001 ეხმარება ორგანიზაციებს ენერგორესურსების უკეთ მართვასა და ორგანიზაციის პროდუქტიულობის ზრდაში. იგი მოიცავს ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას, ენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებით მიზნების დასახვას და დასახული მიზნების განსახორციელებლად, პროგრესის შესაფასებლად სამოქმედო გეგმის გაწერას.

სტანდარტის ვერსია

ISO სტანდარტები ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება გადახედვას და საჭიროების მიხედვით ცვლილებას, რათა შესაბამისობაში იმყოფებოდეს თანამედროვე ტენდენციებთან. ISO 50001 სტანდარტის უახლესი ვერსია გამოვიდა 2018 წელს.

რამ განაპირობა სტანდარტის შექმნის აუცილებლობა?

მსოფლიოში ენერგომოხმარება სწრაფი ტემპით იზრდება, ბოლო 40 წლის განმავლობაში მისი მოხმარება გაორმაგდა და პროგნოზირებულია, რომ 2040 წლისთვის კიდევ 30%-ით გაიზრდება. უფრო მეტიც, ენერგია არის კლიმატის ცვლილებაში მთავარი მიზეზი, რომელიც შეადგენს მსოფლიოში სათბურის გაზების ემისიების თითქმის 60%-ს. ენერგიის უკეთ სამართავად შესაბამისი ღონისძიებების გატარება არა მხოლოდ დაეხმარება ჩვენს პლანეტას, ასევე შეამცირებს ორგანიზაციების დანახარჯებს და შესაბამისად დაზოგავს ფინანსებს.

ISO 50001 ენერგიის მართვის სისტემები შეიქმნა სწორედ აღნიშნული პრობლემის საპასუხოდ. სტანდარტი წარმოადგენს სტრატეგიულ ინსტრუმენტს, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს დანერგონ ენერგიის მართვის სისტემა და გამოიყენონ ენერგია უფრო ეფექტურად.

რას მიიღებს ორგანიზაცია ISO 50001-ის დანერგვით?

  1. შემცირებული ენერგოხარჯები
  2. ბიზნეს რეპუტაციის გაუმჯობესება
  3. გაძლიერებული მდგრადობა
  4. შემცირებული ზემოქმედება გარემოზე
  5. ბიზნესმოგების ზრდა
  6. გარემოსდაცვითი მიზნების რეალიზაცია

ვის შეუძლია სერტიფიკატის აღება?

ISO 50001 სტანდარტის დანერგვა შეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელიც მოიხმარს ენერგიას, განურჩევლად ტიპის, ზომისა და საქმიანობის ხასიათისა. ISO 50001 შეიძლება დაინერგოს დამოუკიდებლად, ან ინტეგრირდეს მართვის საერთო სისტემებთან.

სერტიფიკატის გაცემა ხდება ორგანიზაციაზე. ISO 50001 არ გაიცემა პიროვნებაზე, თუმცა შესაძლებელია წამყვანი აუდიტორის სერტიფიკატის აღება მოცემული მიმართულებით.

სერტიფირების ღირებულება იყოფა 2 ნაწილად.

I - საერთაშორისო სტანდარტის დანერგვის საკონსულტაციო მომსახურების საფასური;
II - საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობის შემოწმების გარე აუდიტის საფასური;

საკონსულტაციო მომსახურებისა და სერტიფიცირების ღირებულება დამოკიდებულია კომპანიის სამუშაო დარგზე, სიდიდესა და სხვა თავისებურებებზე. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სერტიფიცირების განაცხადის ზედმიწევნით სრულყოფილად და ზუსტად შევსება.

გთხოვთ, მიუთითოთ კომპანიის ვებ მისამართი.
გთხოვთ, მიუთითოთ კომპანიის ფეისბუქის, ლინქდინის, ან სხვა სოციალური ქსელის გვერდი.
გთხოვთ, აღწეროთ კომპანიის საქმიანობა.
საქმიანობის სფეროს ამსახველი განმარტება, რომელიც დაიტანება სერტიფიკატზე.
გთხოვთ, მიუთითოთ კომპანიაში დასაქმებულ პირთა საერთო რაოდენობა. იმ შემთხვევაში თუ კომპანიის საშტატო განრიგი იცვლება სეზონის ან სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ნარატივის სახით ასახეთ ცვლილების განმაპირობებელი მიზეზი და თანამშრომელთა მინიმალური / მაქსიმალური რაოდენობა.
თუ ჩამონათვალში არ არის მითითებული თქვენთვის სასურველი სტანდარტი გთხოვთ, მიუთითოთ დამატებით ველში "სხვა".
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ ან მოგვმართოთ შეკითხვით.

ISO სერტიფიკატი გაიცემა 3 წლის ვადით. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, კლიენტი ყოველწლიურად გადის აუდიტს, რათა დადასტურდეს დანერგილი სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანიზაციის მიერ დადგენილი მოთხოვნების თანახმად, დაუშვებელია, რომ კონსულტანტი და მსერტიფიცირებელი იყოს ერთიდაიგივე სუბიექტი.

სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რეკომენდაციას უწევს ისეთ მასერტფიცირებელ ორგანოებს, რომელთა მიერ გაცემული სერტიფიკატის ვალიდურობის გადამოწმება შესაძლებელია საერთაშორისო აკრედიატაციის ფორუმის IAF -ის ოფიციალურ ვებ გვერდზე.

გადაამოწმეთ თქვენი სერტიფიკატის ვალიდურობა.

სხვა სტანდარტები

ISO 9001

ხარისხის მართვის სისტემები

გაიგეთ მეტი
ISO 45001

შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის სისტემა

გაიგეთ მეტი
ISO 13485

სამედიცინო მოწყობილობების ხარისხის მართვის სისტემა

გაიგეთ მეტი
ISO 20000-1

საინფორმაციო ტექნოლოგია - მომსახურების მენეჯმენტი

გაიგეთ მეტი
ISO 22000

სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა

გაიგეთ მეტი
ISO 14001

გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემები

გაიგეთ მეტი
ISO 27001

ინფორმაციის უსაფრთხოების მართვის სისტემა

გაიგეთ მეტი
ISO 37001

მექრთამეობის საწინააღმდეგო მართვის სისტემები

გაიგეთ მეტი
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობა

რატომ უნდა აირჩიოთ
საქართველოს სერტიფიცირების ორგანიზაცია

ჩვენ თითოეულ ბიზნესსექტორს ვუდგებით ინდივიდუალურად და ვეხმარებით მათი ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზებასა და შესაძლებლობების გაფართოების კუთხით.

ჩვენს მიერ განხორციელებული საქმიანობა გამჭვირვალეა, ხოლო მასერტიფიცირებლის მხრიდან გაცემული სერტიფიკატის გადამოწმება შესაძლებელია IAF-ის (საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმი) ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

დააჭირეთ ვიდეოს სანახავად

სერტიფიცირების ეტაპები

1

წინასახელშეკრულებო პერიოდი

ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება და კონტრაქტის გაფორმება;

საკონსულტაციო მომსახურების პირველი წლის გადასახადის 50%-ის დაფარვა.

2

გეპ ანალიზი

საკონტაქტო პირის გამოყოფა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება გეპ ანალიზის განხორციელების მიზნით, საკონსულტაციო ჯფუფისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე;

საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო ვიზიტი კლიენტის საწარმოო ობიექტზე.

3

ტრენინგი

გაცნობითი ტრენინგი კომპანიის პასუხიმგებელი პირებისათვის;

გეპ ანალიზის შედეგების განხილვა;

სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტება;

სამუშაოთა გეგმა-გრაფიკის შეთანხმება.

4

სტანდარტის დანერგვა

ორგანიზაციული სტრუქტურის დაზუსტება;

ძირითადი და დამხმარე პროცესების იდენტიფიცირება;

პროცედურებისა და ინსტრუქციების შემუშავება, დოკუმენტაციის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

5

შიდა აუდიტი

ტრენინგი - შიდა აუდიტის დაგეგმვა და ჩატარება;

შიდა აუდიტის ჩატარების პროცესში საკონსულტაციო მხარდაჭერა.

6

სერტიფიცირება

გარე აუდიტის პროცესში, კომპანიის წარმომადგენლების მხარდაჭერა;

გარე აუდიტის შედეგების ანალიზი;

მომდევნო აუდიტისთვის მოსამზადებლად რეკომენდაციების გაცემა.