ISO 14001 - გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემები
მოთხოვნებთან შესაბამისობა
კონკურენტული უპირატესობა
ადგილობრივი და საერთაშორისო აღიარება
კომპანიის რეპუტაციის გაუმჯობესება
გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრაცია
მდგრადი ბიზნესსაქმიანობა
რას წარმოადგენს ისო 14001?
საერთაშორისო სტანდარტი ISO 14001 განსაზღვრავს გარემოსდაცვითი მართვის სისტემის (EMS) კრიტერიუმებს; სტანდარტის ეფექტურად დანერგვის შემთხვევაში ორგანიზაციების მხრიდან სათანადოდ ხორციელდება გარემოსდაცვითი რისკის მართვა და პროცესების გაუმჯობესება.
სტანდარტის ვერსია
ISO სტანდარტები ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება გადახედვას და საჭიროების მიხედვით ცვლილებას, რათა შესაბამისობაში იმყოფებოდეს თანამედროვე ტენდენციებთან. ISO 14001 სტანდარტის უახლოესი ვერსია გამოვიდა 2015 წელს.
1996
ISO 14001:1996
2004
ISO 14001:2004
2015
ISO 14001:2015
რამ განაპირობა სტანდარტის შექმნის აუცილებლობა?
ჯერ კიდევ 1970-იან, 80-იან და 90-იან წლებში გაიზარდა ინტერესი გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნული კუთხით, გარემოს დაბინძურების/უარყოფითი ზემოქმედების შემსუბუქების მიზნით, შემუშავდა და გამოქვეყნდა არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულება „პრაქტიკის კოდექსი“ და მათ შორის ISO 14001 – გარემოსდაცვითი მართვის სისტემები – სპეციფიკაცია გამოყენების სახელმძღვანელო მითითებით.
რას მიიღებს ორგანიზაცია ISO 14001-ის დანერგვით?
არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც მნიშვნელოვანია ორგანიზაციის მხრიდან ISO 14001-ის დანერგვა გარემოსდაცვითი საქმიანობის გასაუმჯობესებლად. ISO 14001-ის დანერგვით ორგანიზაცია:
- შესაბამისობაში იმყოფება ნორმატიულ და მარეგულირებელ მოთხოვნებთან;
- იზრდება ლიდერების/მენეჯერების და თანამშრომლების ჩართულობა;
- უმჯობესდება კომპანიის რეპუტაცია და იზრდება დაინტერესებული მხარეების ნდობა;
- სტრატეგიული ბიზნეს მიზნები მიიღწევა მენეჯმენტში გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინებით;
- მიიღწევა კონკურენტული და ფინანსური უპირატესობა ეფექტურობის გაუმჯობესებისა და ხარჯების შემცირების გზით.
ვის შეუძლია სერტიფიკატის აღება?
ISO 14001 სტანდარტის დანერგვა შეუძლია ნებისმიერ ბიზნეს სექტორს, იქნება ეს მცირე თუ დიდი ბიზნესი. სტანდარტი თავსებადია მენეჯმენტის სხვა სისტემებთან.
სერტიფიკატის გაცემა ხდება ორგანიზაციაზე/კომპანიაზე. ISO 14001 არ გაიცემა პიროვნებაზე, თუმცა შესაძლებელია წამყვანი აუდიტორის სერტიფიკატის აღება მოცემული მიმართულებით.
რა ღირს სერტიფიცირება?
სერტიფირების ღირებულება იყოფა 2 ნაწილად.
I - საერთაშორისო სტანდარტის დანერგვის საკონსულტაციო მომსახურების საფასური;
II - საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობის შემოწმების გარე აუდიტის საფასური;
საკონსულტაციო მომსახურებისა და სერტიფიცირების ღირებულება დამოკიდებულია კომპანიის სამუშაო დარგზე, სიდიდესა და სხვა თავისებურებებზე. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სერტიფიცირების განაცხადის ზედმიწევნით სრულყოფილად და ზუსტად შევსება.
რა ვადით გაიცემა ისო (ISO) სერტიფიკატი?
ISO სერტიფიკატი გაიცემა 3 წლის ვადით. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, კლიენტი ყოველწლიურად გადის აუდიტს, რათა დადასტურდეს დანერგილი სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
შეიძლება თუ არა რომ კონსულტანტი და მასერტიფიცირებელი კომპანია იყოს ერთიდაიგივე?
საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანიზაციის მიერ დადგენილი მოთხოვნების თანახმად, დაუშვებელია, რომ კონსულტანტი და მსერტიფიცირებელი იყოს ერთიდაიგივე სუბიექტი.
როგორ შეიძლება გადავამოწმო სერტიფიკატის ნამდვილობა?
სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რეკომენდაციას უწევს ისეთ მასერტფიცირებელ ორგანოებს, რომელთა მიერ გაცემული სერტიფიკატის ვალიდურობის გადამოწმება შესაძლებელია საერთაშორისო აკრედიატაციის ფორუმის IAF-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე.
სხვა სტანდარტები
რატომ უნდა აირჩიოთ
საქართველოს სერტიფიცირების ორგანიზაცია
ჩვენ თითოეულ ბიზნესსექტორს ვუდგებით ინდივიდუალურად და ვეხმარებით მათი ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზებასა და შესაძლებლობების გაფართოების კუთხით.
ჩვენს მიერ განხორციელებული საქმიანობა გამჭვირვალეა, ხოლო მასერტიფიცირებლის მხრიდან გაცემული სერტიფიკატის გადამოწმება შესაძლებელია IAF-ის (საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმი) ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

სერტიფიცირების ეტაპები
წინასახელშეკრულებო პერიოდი
ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება და კონტრაქტის გაფორმება;
საკონსულტაციო მომსახურების პირველი წლის გადასახადის 50%-ის დაფარვა.
გეპ ანალიზი
საკონტაქტო პირის გამოყოფა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება გეპ ანალიზის განხორციელების მიზნით, საკონსულტაციო ჯფუფისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე;
საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო ვიზიტი კლიენტის საწარმოო ობიექტზე.
ტრენინგი
გაცნობითი ტრენინგი კომპანიის პასუხიმგებელი პირებისათვის;
გეპ ანალიზის შედეგების განხილვა;
სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტება;
სამუშაოთა გეგმა-გრაფიკის შეთანხმება.
სტანდარტის დანერგვა
ორგანიზაციული სტრუქტურის დაზუსტება;
ძირითადი და დამხმარე პროცესების იდენტიფიცირება;
პროცედურებისა და ინსტრუქციების შემუშავება, დოკუმენტაციის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
შიდა აუდიტი
ტრენინგი - შიდა აუდიტის დაგეგმვა და ჩატარება;
შიდა აუდიტის ჩატარების პროცესში საკონსულტაციო მხარდაჭერა.
სერტიფიცირება
გარე აუდიტის პროცესში, კომპანიის წარმომადგენლების მხარდაჭერა;
გარე აუდიტის შედეგების ანალიზი;
მომდევნო აუდიტისთვის მოსამზადებლად რეკომენდაციების გაცემა.