სერვისები

ISO სერტიფიცირება

ISO სერტიფიცირება

ISO სტანდარტის წარმატებით დანერგვის შემდეგ, სერტიფიკატის მოსაპოვებლად დაგჭირდებათ მასერტიფიცირებელი ორგანო, რომელიც განახორციელებს გარე აუდიტს და გასცემს ISO სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატს. გარე აუდიტის პროცესში, საქართველოს სერტიფიცირების ორგანიზაციის ექსპერტები უწყვეტად აგრძელებენ კომპანიის საკონსულტაციო მხარდაჭერას.

მიუკერძოებლობის პრინციპი

სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესების მიხედვით, დაუშვებელია რომ საკონსულტაციო მომსახურების (კონსალტინგური კომპანია) გამწევი სუბიექტი და მასერტიფიცირებელი ორგანიზაცია იყოს ერთიდაიგივე იურიდიული პირით წარმოდგენილი. აღნიშნული პრინციპიდან გამომდინარე, კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს სერტიფიცირების ორგანიზაცია კლიენტს აკავშირებს მასერტიფიცირებელ ორგანოსთან, რომელიც ატარებს გარე აუდიტს და გასცემს ISO სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

კონსალტინგური კომპანიის შერჩევა

ISO სერტიფიკატის მოპოვებისთვის, ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორი კონსულტანტის შერჩევას, რომელიც შეძლებს თქვენი ბიზნესის თავისებურებების გათვალისწინებით სტანდარტის სწორად, სწრაფად და მისაღებ ფასად დანერგვა. სწორედ ამიტომ, ISO კონსულტანტის შერჩევა მოახდინეთ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე.

მნიშვნელოვანია, კონსალტინგის დასრულების შემდეგ თავად შეძლოთ პროცესების მართვა. შეარჩიეთ კომპანია, რომელიც თქვენ ნაცვლად კი არ შეასრულებს კონკრეტულ დავალებებს, არამედ კონსულტაციის შედეგად დაგისახავთ, პროცესების მართვის სწორ სისტემას.

საქართველოს სერტიფიცირების ორგანიზაციაზე არჩევანის შეჩერების შემთხვევაში, ფორმდება ხელშეკრულება მომსახურების გაწევის თაობაზე.

დოკუმენტაციის შემოწმება

საქართველოს სერტიფიცირების ორგანიზაციასთან, საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ იწყება ISO სტანდარტის დანერგვის მოსამზადებელი და ძირითადი სამუშაოები.

ხარისხის მენეჯერები, კომპანიის მენეჯმენტთან შეთანხმებით გეგმავენ სამუშაო ვიზიტს ორგანიზაციის შიგნით არსებული პროცესებისა და პროცედურების მართვის არსებული პრაქტიკის ISO მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ტარდება გეპ ანალიზი – ე.წ. Gap analysis.

არსებული შემოწმების საფუძველზე დგება ანგარიში, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი ყველა ის აუცილებელი ცვლილება, რომლებიც უნდა გატარდეს სერტიფიცირების პროცესის წარმატებით გავლის მიზნით.

ანგარიშის შედეგები და ყველა საჭირო დოკუმენტაცია თავსდება მომხმარებლის პირად კაბინეტში.

დანერგვა

მოცემულ ეტაპზე დამქირავებელი კომპანიის მხრიდან ტარდება ყველა საჭირო ცვლილება შეუსაბამობების აღმოფხვრის მიზნით, GCO-ს წარმომადგენლის მიერ გაწერილი ანგარიშის საფუძველზე. სერტიფიცირების გამარტივებისა და ხანმოკლე დროში წარმართვის მიზნით GCO გუნდის კონსულტაციით, ზედამხედველობით, დგება ყველა საჭირო დოკუმენტაცია, მოგეწოდებათ საქმისწარმოების წესი (დოკუმენტაციის მართვის პროცედურა), ყველა საჭირო სასწავლო მასალა, სახელმძღვანელო მითითებები და შაბლონები, რომლებიც დაგეხმარებათ დოკუმენტაციის შემუშავების პროცესში.

სერტიფიცირება

მასერტიფიცირებელ ორგანოსთვის მიმართვის შემდგომ, საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით იგეგმება გარე აუდიტი.

აუდიტორის მიერ მიმდინარეობს კომპანიის გადამოწმება და შესაბამისობის შემოწმება მოთხოვნილ სტანდარტთან, რისთვისაც წარედგინება სათანადო მტკიცებულებები.

გარე აუდიტის წარმატებით გავლის შემდგომ, კომპანიას მიენიჭება საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

გარე აუდიტის მიმდინარეობისას, საქართველოს სერტიფიცირების ორგანიზაცია განაგრძობს კლიენტის უწყვეტ კონსულტაციას.

სერტიფირების ღირებულება იყოფა 2 ნაწილად.

I - საერთაშორისო სტანდარტის დანერგვის საკონსულტაციო მომსახურების საფასური;
II - საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობის შემოწმების გარე აუდიტის საფასური;

საკონსულტაციო მომსახურებისა და სერტიფიცირების ღირებულება დამოკიდებულია კომპანიის სამუშაო დარგზე, სიდიდესა და სხვა თავისებურებებზე. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სერტიფიცირების განაცხადის ზედმიწევნით სრულყოფილად და ზუსტად შევსება.

გთხოვთ, მიუთითოთ კომპანიის ვებ მისამართი.
გთხოვთ, მიუთითოთ კომპანიის ფეისბუქის, ლინქდინის, ან სხვა სოციალური ქსელის გვერდი.
გთხოვთ, აღწეროთ კომპანიის საქმიანობა.
საქმიანობის სფეროს ამსახველი განმარტება, რომელიც დაიტანება სერტიფიკატზე.
გთხოვთ, მიუთითოთ კომპანიაში დასაქმებულ პირთა საერთო რაოდენობა. იმ შემთხვევაში თუ კომპანიის საშტატო განრიგი იცვლება სეზონის ან სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ნარატივის სახით ასახეთ ცვლილების განმაპირობებელი მიზეზი და თანამშრომელთა მინიმალური / მაქსიმალური რაოდენობა.
თუ ჩამონათვალში არ არის მითითებული თქვენთვის სასურველი სტანდარტი გთხოვთ, მიუთითოთ დამატებით ველში "სხვა".
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ ან მოგვმართოთ შეკითხვით.

ISO სერტიფიკატი გაიცემა 3 წლის ვადით. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, კლიენტი ყოველწლიურად გადის აუდიტს, რათა დადასტურდეს დანერგილი სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანიზაციის მიერ დადგენილი მოთხოვნების თანახმად, დაუშვებელია, რომ კონსულტანტი და მსერტიფიცირებელი იყოს ერთიდაიგივე სუბიექტი.

სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რეკომენდაციას უწევს ისეთ მასერტფიცირებელ ორგანოებს, რომელთა მიერ გაცემული სერტიფიკატის ვალიდურობის გადამოწმება შესაძლებელია საერთაშორისო აკრედიატაციის ფორუმის IAF-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე.

გადაამოწმეთ თქვენი სერტიფიკატის ვალიდურობა.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობა

რატომ უნდა აირჩიოთ
საქართველოს სერტიფიცირების ორგანიზაცია

ჩვენ თითოეულ ბიზნესსექტორს ვუდგებით ინდივიდუალურად და ვეხმარებით მათი ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზებასა და შესაძლებლობების გაფართოების კუთხით.

ჩვენს მიერ განხორციელებული საქმიანობა გამჭვირვალეა, ხოლო მასერტიფიცირებლის მხრიდან გაცემული სერტიფიკატის გადამოწმება შესაძლებელია IAF-ის (საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმი) ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

დააჭირეთ ვიდეოს სანახავად
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობა

რატომ უნდა აირჩიოთ
საქართველოს სერტიფიცირების ორგანიზაცია

ჩვენ თითოეულ ბიზნესსექტორს ვუდგებით ინდივიდუალურად და ვეხმარებით მათი ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზებასა და შესაძლებლობების გაფართოების კუთხით.

ჩვენს მიერ განხორციელებული საქმიანობა გამჭვირვალეა, ხოლო მასერტიფიცირებლის მხრიდან გაცემული სერტიფიკატის გადამოწმება შესაძლებელია IAF-ის (საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმი) ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

დააჭირეთ ვიდეოს სანახავად

სერტიფიცირების ეტაპები

1
წინასახელშეკრულებო პერიოდი

 

ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება და კონტრაქტის გაფორმება;

 

საკონსულტაციო მომსახურების პირველი წლის გადასახადის 50%-ის დაფარვა.

2
გეპ ანალიზი

 

საკონტაქტო პირის გამოყოფა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება გეპ ანალიზის განხორციელების მიზნით, საკონსულტაციო ჯფუფისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე;

 

საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო ვიზიტი კლიენტის საწარმოო ობიექტზე.

3
ტრენინგი

 

გაცნობითი ტრენინგი კომპანიის პასუხიმგებელი პირებისათვის;

 

გეპ ანალიზის შედეგების განხილვა;

 

სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტება;

 

სამუშაოთა გეგმა-გრაფიკის შეთანხმება.

4
სტანდარტის დანერგვა

 

ორგანიზაციული სტრუქტურის დაზუსტება;

 

ძირითადი და დამხმარე პროცესების იდენტიფიცირება;

 

პროცედურებისა და ინსტრუქციების შემუშავება, დოკუმენტაციის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

5
შიდა აუდიტი

 

ტრენინგი - შიდა აუდიტის დაგეგმვა და ჩატარება;

 

შიდა აუდიტის ჩატარების პროცესში საკონსულტაციო მხარდაჭერა.

6
სერტიფიცირება

 

გარე აუდიტის პროცესში, კომპანიის წარმომადგენლების მხარდაჭერა;

 

გარე აუდიტის შედეგების ანალიზი;

 

მომდევნო აუდიტისთვის მოსამზადებლად რეკომენდაციების გაცემა.

გთხოვთ, მიუთითოთ კომპანიის ვებ მისამართი.
გთხოვთ, მიუთითოთ კომპანიის ფეისბუქის, ლინქდინის, ან სხვა სოციალური ქსელის გვერდი.
გთხოვთ, აღწეროთ კომპანიის საქმიანობა.
საქმიანობის სფეროს ამსახველი განმარტება, რომელიც დაიტანება სერტიფიკატზე.
გთხოვთ, მიუთითოთ კომპანიაში დასაქმებულ პირთა საერთო რაოდენობა. იმ შემთხვევაში თუ კომპანიის საშტატო განრიგი იცვლება სეზონის ან სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ნარატივის სახით ასახეთ ცვლილების განმაპირობებელი მიზეზი და თანამშრომელთა მინიმალური / მაქსიმალური რაოდენობა.
თუ ჩამონათვალში არ არის მითითებული თქვენთვის სასურველი სტანდარტი გთხოვთ, მიუთითოთ დამატებით ველში "სხვა".
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ ან მოგვმართოთ შეკითხვით.