სერტიფიკაცია

რა არის სერტიფიკაცია?

სერტიფიკაცია წარმოადგენს საწარმოო საქმიანობის, საქონლის, მომსახურების შედეგის ნორმატიულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დაკუმენტური დადასტურების პროცედურას.

სერტიფიკაცია განიხილება როგორც ხარისხის ოფიციალური დადასტურება და განაპირობებს პროდუქციის კონკურენუნარიანობას და, შესაბამისად, წარმოების განვითარებას, მის რენტაბელურობასა და ეფექტურობას.

სერტიფიკაციის გამოყენება საწარმოების მიერ საბაზრო ურთიერთობათა პირობებში გვაძლევს შემდეგ უპირატესობებს:

    • უზრუნველყოფს შიდა და საერთაშორისო ბაზარზე მომხმარებლების ნდობას პროდუქციის ხარისხისადმი
    • აადვილებს და ამარტივებს მომხმარებლისათვის საჭირო პროდუქციის არჩევას
    • უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შესახებ ობიექტური ინფორმაციის მომხმარებლისათვის მიწოდებას
    • ხელს უწყობს უფრო ხანგრძლივ წარმატებას და დაცვას არასერტიფიცირებული პროდუქციის იმპორტს ქვეყანაში
    • თავიდან გვაცილებს ქვეყანაში ხარისხის არასათანადო დონის იმპორტული პროდუქციის შემოტანას
    • ხელს უწყობს წარმოების საორგანიზაციო-ტექნიკური დონის ამაღლებას
    • ახალისებს სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესს.