სტანდარტიზაცია

რას წარმოადგენს სტანდარტიზაცია?

სტანდარტიზაცია საზოგადოების სამეურნეო-ეკონომიკური საქმიანობის განვითარების ერთ-ერთი საფუძველია, რომელიც უნდა ხორციელდებოდეს სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის შესაბამისად.

სტანდარტიზაცია ესაა საქმიანობა, რომელიც არსებულ თუ პოტენციურ ამოცანებთან დაკავშირებით მოწოდებულია დაადგინოს დებულებები საყოველთაო და მრავალჯერადი გამოყენებისათვის და მიზნად ისახავს ამ გზით გარკვეულ სფეროში ოპტიმალური წესრიგის მიღწევას.

სტანდარტიზაციის პრინციპებია:

    • გამჭვირვალეობა, ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობა და კონკრეტულობა
    • საზოგადოებრივი სარგებლიანობა, თანამედროვეობა და ეკონომიკური ეფექტიანობა
    • სტანდარტიზაციის სფეროში განხორციელებულ საქმიანობაში მონაწილეობისა და სტანდარტების გამოყენების ნებაყოფლობითი ხასიათი
    • სტანდარტიზაციის საერთაშორისო და რეგიონულ პრინციპებთან შესაბამისობა
    • სტანდარტიზაციის სფეროში განხორციელებულ საქმიანობაში დაინტერესებული მხარეების თანაბარ საწყისებზე მონაწილეობა და გადაწყვეტილებების მიღება კონსესუსების საფუძველზე.