სერტიფიკაცია

ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაცია

საქართველოს მთავრობის 301 დადგენილების თანახმად, რომელიც შეეხება „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ რეგულაციას, სურსათის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ სავალდებულო მონაცემებს:

    1. სურსათის დასახელება
    2. ინგრედიენტების ჩამონათვალი
    3. ალერგიის გამომწვევი ან მომეტებული მგრძნობელობის მქონე ნივთიერებები ან პროდუქტები
    4. გამოყენებული ინგრედიენტის ან ინგრედიენტების კატეგორიების რაოდენობა (გარკვეულ შემთხვევებში)
    5. სურსათის ნეტო (სუფთა) წონა
    6. ვარგისიანობის მინიმალური ვადის გასვლის ან „გამოიყენება …მდე“ თარიღი
    7. შენახვის ან გამოყენების ნებისმიერი განსაკუთრებული პირობები
    8. პასუხისმგებელი ბიზნესოპერატორის დასახელება და მისამართი
    9. სურსათის წარმოშობის ქვეყანა ან წარმოშობის ადგილი
    10. სურსათის გამოყენების ინსტრუქცია, თუ ინსტრუქციის გარეშე ვერ ხდება სურსათის შესაბამისად გამოყენება
    11. სპირტის ფაქტობრივი კონცენტრაცია სასმელისათვის, რომლის მოცულობითი სპირტშემცველობა აღემატება 1,2%-ს
    12. ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ, გარდა გამონაკლისებისა
    13. დამზადების თარიღი ან პარტიის ნომერი.