სერტიფიკაცია

ალერგენები

HACCP (Hazard Analysis and Critical Control Points)-ის სისტემის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია ალერგენების მართვა. სურსათის უვნებლობის საფრთხედ აღიარებულია გარკვეული კატეგორიის სურსათის და მათში არსებული ნივთიერების ალერგენული ხასიათი, რაც გამოწვეულია კონკრეტულ სურსათთან კონტაქტის შედეგად ცილებზე არასასურველი იმუნური რეაქციით.

ალერგიის განკურნება შეუძლებელია, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი მართვა სურსათის ალერგენებისთვის თავის არიდების გზით.

საქართველოს კანონმდებლობით, ალერგენების მიმართ მოთხოვნები რეგულირდება №301 ტექნიკური რეგლამენტით – „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“.

ალერგიის გამომწვევი ან მომეტებული მგრძნობელობის მქონე ნივთიერებები ან პროდუქტებია:

    1. გლუტენის (წებოგვარა) შემცველი მარცვლოვნები
    2. კიბოსნაირები და კიბისნაირების პროდუქტები
    3. კვერცხი და კვერცხის პროდუქტები
    4. თევზი და თევზის პროდუქტები
    5. მიწის თხილი (არაქისი) და მიწის თხილის (არაქისის) პროდუქტები.
    6. სოია და სოიას პროდუქტები
    7. რძე და რძის ნაწარმი
    8. კაკლოვანები
    9. ნიახური და ნიახურის პროდუქტები
    10. მდოგვი და მდოგვის პროდუქტები
    11. შირბახტის თესლი და შირბახტის თესლის პროდუქტები
    12. გოგირდის დიოქსიდი და სულფიტები
    13. ხანჭკოლა და ხანჭკოლას პროდუქტები
    14. მოლუსკები და მოლუსკების პროდუქტები